Tuesday, March 12, 2013

პროექტის გეგმა- ვიტამინები


პროექტის სახელწოდება -     ვიტამინები და საკვები დანამატები.
პროექტის მთავარი იდეა  -    ვიტამინებისა დასაკვები დანამატების როლი და მნიშვნელობა ადამიანის ჯანსაღი ცხოვრების წესთან მიმართებაში.
პროექტის აქტუალობა/მიზნები  -  პროექტის მიზანია დაანახოს მოზარდს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვი ტამინებს და სხვადასხვა საკვებ დანამატებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მოზარდები მსჯელობენ საკვები დანამატების აუცილებლობაზე კვების პროდუქტებში და იმ შესაძლო რისკზე რასაც იწვევენ ისინი.მსჯელობენ ჯანსაღი კვების როლზე, მოიპოვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას არასწორი კვების შედეგად მოსალოდნელ დარღვევებზე.
კლასი - მე-8
ვადები/ხანგრძლივობა - 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები -  მოზარდს ჩამოუყალიბდება სწორი მიმართულება ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით,ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.
პროექტის საჭირო რესურსები -  სახელმძღვანელოები, ჟურნალები, პროექტორი, კომპიუტერი
პროექტის მსვლელობა  -  აქტ.1 -  მასწავლებელი ყოფს კლასს 3 ჯგუფად.
აქტ.2 -  პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში-1ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას წყალში ხსნად ვიტამინებზე, 2 ჯგუფი-ცხიმში ხსნად ვიტამინებზე,  3 ჯგუფი - საკვებ დანამატებზე,სახელმძღვანელოების და ინტერნეტის მეშვეობით.
აქტ.3   თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას პროგრამა-power-point-ში.
აქტ.4   პროექტის შემაჯამებელი შეფასება-მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით-მასწავლებელი ახდენს  განმავითარებელ შეფასებას, ხოლო მოსწავლეები-თვითშეფასებას.
საგნებთან/ესგ-თან კავშირი -  ქიმია;
ბიოლ. VIII-9      მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების შე დეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი/ელ.ფოსტა natia.adamia19@gmail.com